среда, 17 декабря 2008 г.

ხატოვანი სიტყვა-თქმები

1. პროექტის სახელი: ხატოვანი სიტყვა-თქმები

2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: ქართული ხატოვანი სიტყვებისა
და გამოთქმების მოძიება-შეგროვება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ქართულ ხატოვან სიტყვა-
თქმებს, გამოიკვლევენ მათ წარმოშობას, მოიყვანენ მაგალითებს,
დააკვირდებიან რა ასახვა პოვეს ამ სიტყვებმა ლიტერატურულ ნაწარმოებში.

4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 13წ_17წლამდე (მე-8 მე_11 კლასები)

5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე (ნებისმიერი ორი თვე სასწ. წლის
განმავლობაში)

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დისკუსიების გამართვა მოძიებულ
მასალებზე, ლიტერატურულ ნაწარმოებში მაგალითების მოძიება. ჯგუფური
მუშაობები, კითხვების დასმით საკითხში ჩაღრმავება, შთაბეჭდილების
გაზიარება. პრაქტიკაში მისი გამოყენება.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები
შეიძენენ კვლევის უნარ_ჩვევებს. შექმნიან ქართული ხატოვანი
სიტყვა_თქმების ელექტრონულ ვერსიას და ბლოგებს.

8. სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეები გაიმდიდრებენ ქართული ხატოვანი
სიტყვა-თქმების მარაგს. უკეთ გაიცნობენ საქართველოს კუთხეების
თავისებურებებს.

9. სამუშაო ენა: ქართული

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს ლიტერატურასა და ისტორიაში,
საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში.

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

12 პროექტის ფასილიტატორის სახელი: მარიამ ხუციშვილი

13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: xucishvilimariami@gmail.com.

14. პროექტის ფორუმი:http://foro.iearn.org/webx?230@@.1eac5260

15. პროექტის ვებ_გვერდი/ბლოგი:http://sacdeliproeqti.blogspot.com/